ფოთში, მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან, ქალაქში გავრცელებულ თევზის უსიამოვნო სუნს აპროტესტებენ

“ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათი მხარდამჭერები და რიგითი მოქალაქეები, ხელისუფლებისგან სათანადო ზომების მიღებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის უკიდურესი ზომებით იმუქრებიან.

აქციის მონაწილეებმა მერიის შენობასთან, ჯამით ქაფშია მიიტანეს. ისინი მერთან შეხვედრას მოითხოვენ.

“ვაპროტესტებთ თევზის გადამამუშავებელი ქარხნიდან გავრცელებულ აუტანელ სუნს. არც ახალი წელი გვაცალეს და არც  შობის დღესასწაული, ააყროლეს ქალაქი. ელემენტარული სუფთა ჰაერი არ გვაღირსეს, მოსახლეობაზე ამ ორ დღეს მაინც ეცათ პატივი. ვაპირებთ, შევაწუხოთ ხელისუფლება, რომ მიიღონ შესაბამისი ზომები, თუ არა და დაიხურონ ქუდები და წავიდნენ სახლში, ასეთი მთავრობა ფოთელებს არ ეკადრებათ. დღესაა გამაფრთხილებელი აქცია, მიეცემათ ორი დღე პრობლემის მოსაგვარებლად და წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ზომებს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიორგი ქვარცხავამ.

ცნობისთვის, ფოთში თევზის გადამამუშავებელი ოთხი ლიცენზირებული საწარმო ფუნქციონირებს, რომელთა მოქმედების ვადაც საქართველოს მთავრობის განკარგულებით 2026 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა.

ქარხნების ხელმძღვანელების მტკიცებით,  ყველა საწარმო ეკოლოგიურად გამართულია და შესაბამისი ფილტრით არის აღჭურვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად