ფოთში, მდინარე რიონში დამხვრჩვალი გოგონას მშობლები სამძებრო სამუშაოების გაძლიერებას ითხოვენ

19 წლის გოგონა სავარაუდოდ თვითმკვლელობის მიზნით ხიდიდან, ორი დღის წინ, გვიან ღამით გადახტა. ოჯახს მომხდართან დაკავშირებით ვერსიები არა აქვს.

,,ძალიან შემტკივა გული, შვილი დამეკარგა. ყველა ჩემს მდგომარეობას ითვალისწინებს. მაშველები და მყვინთავები აქტიურად ეძებენ მდინარეში. მინდა მთელი რეგიონი დამეხმაროს და ის ლამაზი ყვავლი დამიბრუნდეს. ვიცი ცოცხალი არ არის, მაგრამ მინდა ჩემი შვილის საფლავი მქონდეს. ვითხოვ უფრო გაძლიერდეს სამძებრო სამუშაოები, დამეხმაროს ყველა და შვილი მაპოვნონონ,“- აცხადებს დაკარგული გოგონას მამა. ძებნის სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.ადგილზე მობილიზებულია 46 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი, 4 ნავი, 1 ექოლოტი, რომელიც ახდენს ფსკერის სკანირებას. საძიებო სამუშაოებში ასევე ჩართულია სანაპირო დაცვის და ჰიდროგრაფიული ექოლოტი. ხდება ხეობის დათვალიერება დრონის მეშვეობით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად