ფოთში, მალთაყვის უბანში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს შეეჯახა. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ, იგი მსუბუქი დაზიანებებით ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

„მანქანაში ორი ადამიანი იმყოფებოდა. ერთმა უარი განაცხადა კლინიკაში გადაყვანაზე, მძღოლი კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას კვლევები ჩაუტარდება და შესაბამისი დახმარება გაეწევა”- განაცხადეს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ფილიალში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად