ფოთში, კოვიდით ინფიცირებულების კონტაქტებს ვირუსი არ დაუდგინდათ

 საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, გუშინ “პისიარ” კვლევისთვის 83 ადამიანის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა და ყველას პასუხი უარყოფითია.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი კვირის მანძილზე ფოთში, COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 13-ს მიაღწია. ისინი თბილისისა და ბათუმის კლასტერები არიან. მათ შორის ყველაზე უმცროსი 19 წლისაა. პაციენტები შესაბამისი პროფილის კლინიკებში გადიან მკურნალობას. ექიმების შეფასებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად