ფოთში, კორონავისრუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. ყველაზე უმცროსი 19 წლისაა. მათივე განცხადებით, ეს შემთხვევა სავარაუდოდ ბათუმის კლასტერს უკავშირდება. მიმდინარეობს კონტაქტების მოკვლევა.

ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, ფოთში კორონავირუსის სულ 13 შემთხვევა დაფიქსირდა. სტაციონარში მკურნალობას 5 პაციენტი გადის. დანარჩენები კი, რომლებსაც სიმპტომები არ აღენიშნებათ, საკარანტინე სივრცეში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად