ფოთში, კორონავირუსზე 21 პირის გამოკვლევა მიმდინარეობს

აქედან 5, თბილისში ინფიცირებულის შესაძლო კონტაქტია. დანარჩენები კი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები და საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლებია.

მათი ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში, „პისიარ“ კვლევისთვის გაიგზავნა.

„ფოთში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ გაგზავნილ 21 პირის ანალიზის პასუხს ველოდებით. ამას ემატება ცხელების ცენტრის სამი პაციენტი. აღნიშნული კვლევა პრევენციული მიზნით ხორციელდება. ვიმედოვნებთ, რომ ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითი იქნება“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად