ფოთში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებულებს შორის არიან სამკერვალო ფაბრიკა ,,აჭარა ტექსტილის” თანამშრომლები, მედიკოსები, პედაგოგი და სხვა პროფესიის ადამიანები. ეპიდემიოლოგიური კვლევები ამ დრომდე გრძელდება.

„შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა და ეპიდკვლევა. მიუხედავად ინფიცირებულთა რიცხვის მატებისა, პანიკის საფუძველი არ არსებობს”, – აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად