ფოთში, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, „პისიარ“ კვლევის შედეგად მეხუთე დღეა ქალაქში ინფიცირების ახალი წყარო არ გამოვლენილა.

„გუშინ ლაბორატორიაში გამოსაკვლევად, 183 პირის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა, რომლებიც შემოსავლების სამსახურისა და შსს-ს წარმომადგენლები არიან. მათი პასუხი უარყოფითია. გეგმიური კვლევა გრძელდება“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა ნინო ლეფსაიამ.

ბოლო მონაცემებით ფოთში, თვითიზოლაციის რეჟიმში 45 ადამიანი იმყოფება. 13 ინფიცირებულიდან ერთი გამოჯამრთელდა, სამი პაციენტი სტაციონარულ მკურნალობას გადის, ცხრა კარანტინშია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად