ფოთში, კორონავირუსის 73 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღის განმავლობაში შეიძლება ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდოს, რადგან ლაბორატორიიდან ყველას პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

„შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, რადგან საბოლოო კვლევა დასრულებული არ არის. საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტების „პისიარ“ კვლევები ჯერ კიდევ გრძელდება. ასევე გრელდება გეგმიური კვლევები“, – აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.
გუშინ საღამოს, ფოთის კოვიდ კლინიკაში გარდაიცვალა 72 წლის ქალბატონი. პაციენტს აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია. რესიპაციული დისტრეს სინდრომი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად