ფოთში, კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ფოთში, კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ლაბორატორიიდან ყველას პასუხი ჯერ არ ჩამოსულა და სავარაუდოდ, ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება.

„ამ დროისთვის დაფიქსირებულია 57 ახალი შემთხვევა. სამწუხაროდ, ველოდებით მონაცემების ზრდას. აქედან ერთი გადაყვანილია საკარანტინე სივრცეში, დანარჩენი დატოვებულია ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. გამოჯანმრთელებული გვყავს 766, სამწუხაროდ გარდაიცვალა 6, სტაციონალურ მკურნალობას გადის 23, კარანტინში იმყოფება 24, თვითიზოლაციაშია 307. დღეს „პისეარ“ კვლევა ჩაუტარდა 183 პირს“ – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მენეჯერმა, ნინო ლეფსაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად