ფოთში, კორონავირუსის 50 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო მონაცემებით, თვითიზოლაციაში 400-მდე პირი იმყოფება, ხოლო საკარანტინე სივრცეში- 19. დღეს „პისიარ“ კვლევა 135 ადამიანს ჩაუტარდა. პასუხები, სავარაუდოდ ხვალ დილით გახდება ცნობილი.

„ამ დროისთვის სულ დარეგისტრირებულია 50 ახალი შემთხვევა ინფიცირების, აქედან 4 გადაყვანილია საკარანტინე სივრცეში, დანარჩენი 46 იმყოფება ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ამ პერიოდისთვის აღრიცხულია სულ 1 040 ინფიცირების შემთხვევა, გამოჯამრთელდა 550. გვქონდა ლეტალობის 5 შემთხვევა. აქტიურ პაციენტად ითვლება 490 პირი. სტაციონალურ მკურნალობას გადის 18. საკარანტინე სივრცეში იმყოფება 19, თვითიზოლაციაში 400-მდე პირი. „პისეარ“ კვლევა დღეს ჩაუტარდა 135 ადამიანს. ამ დროისათვის მდგომარეობა არის სტაბულური და მართვადი“ – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მენეჯერმა, ნინო ლეფსაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად