ფოთში, კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აქედან ერთი თბილისის, ხოლო დანარჩენები ბათუმის კლასტერია. მიმდინარეობს კონტაქტების მოკვლევა

„დილის მონაცემებით გვაქვს 4 დადასტურებული შეთხვევა .ინფიცირებულთა წყაროებიდან ერთი თბილის უკავშირდება და მეორე ბათუმის კლასტერს. თვითოზოლაციაში იმყოფება 43 ადამიანი, აქედან 2 არის საკარანტინო სივრცეში მოთავსებული. ველოდებით მონაცემების ცვალებადობას. ამ დროისთვის მდგომარეობა კონტროლირებადია და სტაბილური. ამ დროისთვის მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა და ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა ნინო ლეფსაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად