ფოთში, კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 1 ადამიანი კი გარდაიცვალა

ფოთში, კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სამწუხაროდ კოვიდით 72 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელსაც ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა.

მათივე განცხადებით, თვითიზოლაციაში იმყოფება 312, კარანტინში კი 21 ადამიანი.

„დღეისათვის სულ დარეგისტრირებულია 133 ახალი შემთხვევა, აქედან ერთი გადაყვანილია საკარანტინე სივრცეში, დანარჩენი დატოვებულია ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. გამოჯანმრთელებული გვყავს 787. სამწუხაროდ გარდაცვალების ერთი ახალი შემთხვევა გვაქვს, სულ ლეტალობის გვაქვს 7 ფაქტი. აქტიურ პაციენტად ითვლება 704 ადამიანი, სტაციონალურ მკურნალობას გადის 10, საკსრანტინე სივრცეში იმყოფება 21, თვითიზოლაციაშია – 312 .

დღეისათვის „პისეარ“ მეთოდით ტესტირება ჩაუტარდა 159 ადამიანს, აქედან 36 გეგმიურია, 36 ა რისკის ჯგუფის კონტიგენტია, 123 სიმპტომური პაციენტია, რომლებიც იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში“ – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელმა, ნინო ლეფსაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად