ფოთში, კორონავირუსის 125 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, თვითიზოლაციაში იმყოფება 370 , ხოლო კარანტინში 19 პირი. ბოლო პერიოდში, სულ ინფიცირების 1 116 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან გამოჯანმრთელდა 695 ადამიანი.

„დღეს გვაქვს კორონავირუსით ინფიცირების 125 ახალი შემთხვევა, აქედან სამი გადაყვანილია საკარანტინე სივრცეში, დანარჩენი 122 დატოვებულია ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. სულ ამ პერიოდისთვის აღრიცხულია 1 165 დასნებოვნების შემთხვევა. გამოჯანმრთელდა – 695, გარდაიცვალა – 5, აქტიური პაციენტია – 465, სტაციონარში იმყოფება – 18, თვითიზოლაციაში – 370, კარანტინში – 19“ – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, საზოგადოებასთან ურთიერთობისსაკითხებში მენეჯერმა, ნინო ლეფსაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად