საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, თვითიზოლაციაში 373, კარანტინში კი 22 ადამიანი იმყოფება. დღეს „პისეარ“ კვლევა 275 პირს ჩაუტარდა. ლაბორატორიიდან პასუხებს ხვალ ელოდებიან.
„ამ დრისთვის გვაქვს დასნებოვნების 119 ახალი შემთხვევა. სულ დარეგისტრირებულია 1 347 პაციენტი, აქედან გამოჯანმრთელდა 761. სამწუხაროდ დღეს გვაქვს გარდაცვალების ერთი შემთხვევა და სულ ფოთში 6 გარდაცვალების ფაქტია დაფიქსირებული. სტაციონალურ მკურნალობას გადის 21 პაციენტი, თვითიზოლაციაშია 373, კარანტინში 22. დღეს „პისეარ“ კვლევა 275 ადამიანს ჩაუტარდა“ – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მენეჯერმა, ნინო ლეფსაიამ.