ფოთში, კორონა ვირუსზე გამოკვლევა 75 ადამიანს ჩაუტარდა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ნანა მხეიძის განცხადებით, აქედან 64 მედ-პერსონალია, ხოლო დანარჩენი — შსს- ს წარმომადგენელი. მათი პასუხები სავარაუდოდ, გვიან ღამით გახდება ცნობილი.

“ჩვენ გამოვიკვლიეთ 75 ადამიანი. შსს-ს და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები არიან. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. ვიმედოვნებთ, რომ არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდება“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად