ფოთში, გვიან ღამით ერთ-ერთი რესტორანი გაქურდეს

როგორც მეპატრონე ამბობს, ადგილზე მისულებს კარი გატეხილი დახვდათ. წაღებულია ძვირადღირებული სასმელები და ჭურჭელი. აღნიშნულ ფაქტზე მან პოლიციას უკვე მიმართა.

“ალბათ საკვებს ეძებდნენ, ხალხი ისეა გაღატაკებული, მაგრამ ჩვენ პანდემიის გამო თვეებია არ ვმუშაობთ და რადგან საკვები არ იყო, რაც ნახეს ის წაიღეს. დაუცველები ვართ, ნახევრი მილიონი გაატანეს მძარცველს და გაუშვეს, აქ ჩემი ვისკი და არაყი რა მოსატანია, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ხალხი იმ დონეზეა გაღატაკებული რესტორნებს და მაღაზიებს ტეხავს რომ საკვები მაინც მოიპოვოს“, – განაცხადა რესტორნის მეპატრონემ ირმა გვალიამ.

ქურდობის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. მომხდარი დანაშაული გახსნილია, დანაშაულის ჩადენაში პოლიციის მიერ მხილებულია ორი არასრულწლოვანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად