ფოთში, გუშინ საპროტესტო აქციაზე დაკავებულები, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

მათ გამოძიება ხულიგნობას და სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდება. აქციის მონაწილეების მტკიცებით, ქალაქის მერის თანამოაზრეებმა, პოროვოკაცია მოუწყვეს, რაც მათი დაკავების მიზეზი გახდა.

„გამოძიება გვედავება წვრილმან ხულიგნობას.ჩვენ მშვიდობიანად მივედით მერის სახლთან. მერმა კი დაგვახვედრა ზონდერ ჯგუფები, თავისი საახლობლო, დაახლოებით 39 ადამიანი იყო. აგრესიულები იყვნენ, შეურაცხყიფას გვაყენებდნენ და მათი მხრიდან გამოწვეულმა პროვოკაციამ გამოიწვია ჩვენი თანაბრძოლების დაკავება“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიორგი ქვარცხავამ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ფოთის მერიის შენობის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა და მათმა მხარდამჭერებმა, თევზის გადამამუშავებელი საწარმოებიდან, გავრცელებულ თევზის უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით, საპროტესტო აქცია მოაწყვეს. მოგვიანებით მერის, გოჩა კურდღელიას სახლთან გადაინაცვლეს, სადაც მერის ახლობლებსა და აქტივისტებს შორის მოხდა დაპირისპირება. შედეგად პოლიციამ ოთხი პირი დააკავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად