ფოთში ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია და საცხოვრებელი სახლები დააზიანა

ფოთში, ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავი, წაიწცა ხეები, რიგ უბნებზე შეწყვეტილია ელექტრო ენერგიის მიწოდება.

„მერიის შესაბამისი სამსახურები ქალაქის სხვადასხვა უბანში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან.
მიმდინარეობს სახლების გადახურვა დროებითი გადასახური მასალით.

სტიქიით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს , რომლის შემდეგ დაზარალებულ ოჯახებს შესაბამისი დახმარება გაეწევა“ – განაცხადეს მერიაში.

 

 

კომენტარები
იტვირთება...