ფოთში, ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ფოთში, ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მერიის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

სპეციალური კომისია ზარალს ამ დრომდე ითვლის.

ქალაქის ვიცე-მერის, კოტე თოფურიას განცხადებით, ზარალის სრული ოდენობის შესახებ ინფორმაცია დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

“30 ნოემბრის სტიქიის შედეგად ფოთს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა. შექმნილია სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაში შედის მერიის სამსახურები. დღეის მდგომარეობით, აღწერილია თითქმის მთელი ქალაქი, მიმდინარეობს დარჩენილი უბნების აღწერა. დაზარალებულ მოსახლეობას ურიგდება სახლების გადასახური მასალა, როგორც მთლიანი, ასევე დროებითი გადახურვისთვის. მობილიზებული არიან მშენებლები, რომლებიც აღნიშნულ პრობლემებს სწავლობენ და დღის ბოლოსთვის გვეცოდინება, თუ რა ზარალი მიაყენა ძლიერმა ქარმა ფოთის მოსახლეობას. ეს იქნება მიახლოებითი ციფრი, რომელიც ორ-სამ დღეში დაზუსტდება. მაქსიმალურად შევეცდებით, პრობლემები დროულად აღმოვფხვრათ და ზარალი ავანაზღაუროთ,“- აღნიშნა კოტე თოფურიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად