ფოთში, დილით დაწყებული საპროტესტო აქცია ამ დრომდე გრძელდება

ჯავახიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს, ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზა აქვთ გადაკეტილი. მათი განცხადებით, წლებია პორტის ტერიტორიაზე ჯამრთელობისთვის მავნე ნივთიერებები მუშავდება და ასევე, ღია წესით ხდება მათი გადაზიდვა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან სწრაფ რეაგირებას ითხოვენ.

„ნავსადგურში ტვირთებს ღია წესით ამუშავებენ და ყველა მტვერი სახლში შემოდის. წლებია ამას ვაპროტესტებთ, მაგრამ შედეგი არაფერი არ არის. გუშინ, ჩვენი უბნის წარმომადგენელი შეხვდა ნავსადგურის გენერალურ დირექტორს, რომელიც უცხოელი ყოფილა, ასეთი დასკვნა გამოიტანა შეხვედრიდან, რომ მას არ აინტერესებს ეს საკითხი. მას შეუძლია, ერთადერთი შემოვლითი გზის პრობლემის მოგვარება, რომელიც ცოტა განტვირთავს ამ სიტუაციას. დანარჩენი მას არ აინტერესებს. ეკოლოგიურად ყველაფერი წესრიგში მაქვსო ამბობს, ამიტომ ჩვენ ჩართულობა გვინდა მთავრობის მხრიდან, რადგან შეთანხმება მთავრობასა და კერძო ბიზნესმენს შორის შედგა. აქ ვიქნებით მანამ სანამ გარკვეულ შეთანხმებამდე არ მივალთ. თვითონ მერი არ მოსულა ჩვენთან, მოვიდა ვიცე-მერი კოტე თოფურია. მერია ვერაფერს ვერ გადაწყვიტავს. კარგია ბიზნესის განვითარება, მაგრამ ეს ჩვენი ჯამრთელობის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს“ — განაცხადა აქციის მონაწილემ როზა ხურცილავა.

ადგილზე, სამართალდამცველები იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად