ფოთში, დღეს კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადბით, 17 ინფიცირებულიდან 6 გამოჯანმრთელდა.

„ბოლო მონაცემებით, ფოთში თვითიზოლაციის რეჟიმში 45 ადამიანი იმყოფება. 6 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა. ფოთის სტაციონარში მკურნალობას გადის 34 კოვიდინფიცირებული, აქედან 5 ფოთელია. ფოთში ვითარება კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს”, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა ნინო ლეფსაიამ.

შეგახსენებთ, რომ ფოთში ბოლო პერიოდში, კორონავირუსის 17 შემთხვევა დაფიქსირდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად