ფოთში, დღეს კორონავირუსის ახალი შემთხვევა 14-მდე გაიზარდა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, ინფიცირებულები სხვადასხვა პროფესიის ადამიანებია. მათ შორის არიან ბავშვებიც.

 

„ყველა დღეს გამოვლენილი ინფიცირებული ბინაზე ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. სულ 169 შემთხვევა გვაქვს, გამოჯანმრთელებული გვყავს 50 პაციენტი. სტაციონარულ მკურნალობაზეა 18 პირი, მათ შორის 16 ფოთის კლინიკაში, 2 პაციენტი თბილისში აგრძელებს მკურნალობას. კარანტინშია 12 პაციენტი. ბინაზე კი 89. თვითიზოლაციაშია სულ 415 პირი”, – აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად