ფოთში, დღეს ინფიცირების ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერის ნინო ლეფსაიას განცხადებით, PCR მეთოდით კვლევა 114 პირს ჩაუტარდა და პასუხები უარყოფითია. დღეს გეგმიური კვლევა შსს-ს და სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებს უტარდებათ.

ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 45, ხოლო საკარანტინე სივრცეში 10 პირია გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, რომ ფოთში ბოლო ორი კვირის მანძილზე კორონავირუსის სულ 13 შემთხვევა დადასტურდა. აქედან ერთი განიკურნა, 6 სტაციონარში მკურნალობს, დანარჩენებს კი სიმპტომები არ აღენიშნებათ და საკარანტინე სივრცეში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად