ფოთში, დღეს COVID-19-ის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ინფიცირებულთა რიცხვს არ აკონკრეტებს, მათი განმარტებით, იგი ყოველ წუთს იცვლება. დღეს გამოვლენილ რეკორდულ მაჩვენებელს ადასტურებს ფოთის მერი, გოჩა კურდღელია.

 

 

„გუშინ ლაბორატორიაში გაიგზავნა „აჭარა ტექსტილის” 417 თანამშრომლის ნიმუში. ეტაპობრივად ხდება პასუხების მიღება. ახლა მივიღეთ ინფორმაცია, რომ 116 პირს დაუდგინდათ „კოვიდ 19″. მათში არიან ფოთელებიც და არაფოთელებიც. რიცხვი პერიოდულად იცვლება. „აჭარა ტექსტილმა” მუშაობა უკვე შეაჩერა. ფაბრიკაში 1300-მდე ადამიანია დასაქმებული. მათგან 350 ადგილობრივია”, – აცხადებს ფოთის მერი გოჩა კურდღელია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად