ფოთში დაკავებული ტაეკვანდოს მწვრთნელების ახლობლები მათ გათავისუფლებას ითხოვენ

ფოთის პოლიციის შენობასთან, გუშინ დაკავებული ტაეკვანდოს მწვრთნელების მეგობრები და ახლობლები ამ დრომდე იმყოფებიან. ისინი, საპროცესო შეთანხმებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან.

“დაკავებული არიან მწვრთნელები ახალგაზრდა, ენერგიით სავსე ბიჭები, რომლთა უკან დგანან მოსწავლეები, ოჯახები და არიან ცუდ სიტუაციაში. ძნელი დასაჯერებელია, რომ მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ. ჩვენ მოვითხოვთ, ეს უდანაშაულო ბიჭები გამოუშვან. ამაში დამნაშავე ტაეკვანდოს ფედერაციის პრეზიდენტი სულხან ბაბუაძე და მისი კლანია. გაგვცეს პასუხი რა ხდება, თუ არადა წავიდეს და დაგვანებოს თავი.თუ დაკავებული მწვრთნელები არ გათავისუფლდნენ და თუ არ წარიმართება ფედერაციის მუშაობა ისე როგორც არის წესი და როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, ჩვენ არ გავჩერდებით, გავმართავთ საპროტესტო აქციებს. დღეს იქნება, ხვალ, თუ ერთი თვის შემდეგ , ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს, ვემსახურებით სიმართლეს,“- განაცხადა ტაეკვანდოს ხელმძღვანელმა იმერეთის რეგიონში, რომეო გურეშიძემ.

დაკავებული სამი მწვრთნელი ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. მათ ბრალს დღეს წაუყენებენ.

შეგახსენებთ, რომ ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტის სულხან ბაბუაძეს მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, ტაეკვანდოს ღია ჩემიონატზე დაიწყო, რაც მოგვიანებით დარბაზის გარეთ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ფედერაციის წევრების ნაწილი სულხან ბაბუაძეს არასწორ მენეჯმენტში ადანაშაულებს და მის გადაყენებას მოითხოვს.

შსს-მ გამოძება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო , რაც ძალადობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად