ფოთში დაკავებული, ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელი, ასლან ვაშაყმაძე წინაწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული

ფოთში დაკავებული, ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელი, ასლან ვაშაყმაძე წინაწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული . მისი ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული ამბობს, რომ მას არანაირი თავდასხმა სამართალდამცველებზე არ განუხორციელებია და აღნიშნულ ქმედებას არ აღიარებს. მისივე თქმით, ვაშაყმაძეს ბრალს ხვალ ან ზეგ წარუდგენენ და პირველი სასამართლო სხდომა ფოთის საქალაქო სასამართლოში გაიმართება, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

„ინფორმაცია ჯერ-ჯერობით მწირი გვაქვს საქმესთან დაკავშირებით, ვინაიდან ის დღესდღეობით დაკავებულია და ბრალი არ არის წაყენებული. გამომდინარე აქიდან საქმის მასალები ჩვენ ჯერ არ გადმოგვცემია, მაგრამ ვიცით, რომ თბილისის საქალაქო სამმართველოში აღძრულია საქმე 239-ე პრიმა მუხლით, რაც არის მუქარისკენ მოწოდება. ამბობენ, რომ სოციალურ ქსელში იყო განთავსებული მისი ჩანაწერი. ის იმყოფებოდა ფოთში, თავისი ნათესავის ოჯახში და პოლიცია განმარტავს, რომ ჩვენ გვინდოდა უწყების ჩაბარება მხოლოდ, რომ აღნიშნული პიროვნება გამოცხადებულიყო თბილისში, ქალაქის სამმართველოში და მოახდინა ჩვენზე თავდასხმა. გამომდინარე აქედან, თბილისში დაწყებულია საქმის წარმოება, 239-ე პრიმა მუხლით, ხოლო ფოთში, როგორც პოლიცია განმარტავს, პოლიციის თანამშრომელზე განხორციელებული თავდასხმის გამო, დაწყებულია სისხლის სამართლის საქმე 253-ე პრიმა მუხლით, ეს მათი განმარტებით, ხოლო რეალურად ჩვენ ვერკვევით ახლა რა მოხდა და როგორ მოხდა. ფაქტიურად გვაქვს ინფორმაცია, რომ არანაირი თავდასხმა მას არ განუხორციელებია და თავისთავად ისიც არ აღიარებს აღნიშნულ დანაშაულს. ვიდეო მიმართვასთან დაკავშირებით კი მან მოიხადა ბოდიში და გააქრო სოციალური ქსელიდან ეს ჩანაწერი, მაგრამ მიუხედავად ამისა, რატომღაც მაინც დაიწყო სისხლის სამართლებლივი დევნა თბილისში,“ – განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა ზაურ კინტირაიამ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელი, ასლან ვაშაყმაძე, რომელმაც სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას მოქალაქეებს სამართალდამცავებზე ძალადობისკენ მოუწოდა, პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დღეს ფოთში დააკავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად