ფოთში დაკავებულ მაღალჩინოსნებს დღეს ბრალს წარუდგენენ

ფოთში, ფინანსთა პოლიციის მიერ დაკავებულები, პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ადვოკატის, ნუგზარ ტყებუჩავას განცხადებით, მათ ოფიციალურად დღეს წაუყენებენ ბრალს. სასამართლო პროცესი ხვალ ზუგდიდში გაიმართება, სადაც გადაწყდება, აღკვეთის ღონისძიების რომელი სახე იქნება შერჩეული, გირაო თუ პატიმრობა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე და ყოფილი მერი ირაკლი კაკულია, ორ მოქმედ და ერთ ყოფილ მაღალჩინოსანთან ერთად დააკავეს. მათ ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე გრძელდება გამოძიება და უახლოეს პერიოდში დადგება სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად