ფოთში, დაახლოებით 30 წლიანი ინტერვალის შემდეგ, მდინარე კაპარჭას გაწმენდის სამუშაოები დაიწყო

მას კომპანია „ინშაათ საქართველო“ ახორციელებს. პროექტი მდინარე კაპარჭას 3 700 მეტრიანი ზოლის გაწმენდასა და პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენას ითვალისწინებს.

” აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს როგორც მდინარე კაპარჭის წყალგამტარიანობისა და შესაბამისად პალიასტომის ტბის ეკოსისტემის აღდგენას, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარებას, ” – განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.

პროექტის ღირებულება მილიონ ხუთას ათას ლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...