ფოთში, COVID19-ის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, გამოკვლეული 467 ადამიანიდან, დადებითი პასუხი 8-ს დაუდგინდა. მათივე ინფორმაციით, ამ პერიოდისათვის სულ გამოჯანმრთელებულია 4 199 პაციენტი.

გარდაცვლილთა რაოდენობა კი 36-მდე გაიზარდა. აქტიური პაციენტია 55, მათ შორის სტაციონარშია 25, კარანტინში 3. ბინაზე ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ 27 ადამიანი იმყოფება. თვითიზოლაციაზეა 47 კონტაქტირებული პირი. ტესტირება ჩაუტარდა 467-ს, აქედან გეგმიურია 449.
ევექსის ფოთის ჰოსპიტალშია 24 პაციენტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...