ფოთში, COVID19-ის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ფოთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსზე გამოკვლევა 329 ადამიანს ჩაუტარდა.

აქედან 150 გეგმიურია, დანარჩენი კი სიმპტომური პაციენტი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებულებიდან 5 „აჭარა ტექსტილის“კლასტერია. ასევე, მათი განცხადებით, ბოლო მონაცემებით გამოჯანმრთელებულია 4 332 პაციენტი, გარდაცვლილია 40. აქტიური პაციენტია 141, მათ შორის სტაციონარშია 36, კარანტინში 2 , ბინაზე ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა 103. თვითიზოლაციაზეა 374 კონტაქტირებული პირი, მათ შორის ახალი შემთხვევის კონტაქტია. ევექსის ფოთის ჰოსპიტალში 40 პაციენტია მოთავსებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...