ფოთში COVID19-ის 140 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ , 766 ადამიანი გადის მკურნალობას.

„სულ ამ პერიოდისთვის ფოთში აღრიცხულია დასნებოვნების 2067 შემთხვევა. აქედან გამოჯანმრთელდა 1238 პაციენტი, გარდაიცვალა – 8. აქტიური პაციენტად ითვლება 821, მათ შორის სტაციონარშია 28. საკარანტინე სივრცეში იმყიფება 27, ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას გადის 766.
თვითიზოლაციაზეა 260, მათ შორის ახალი შემთხვევების კონტაქტებია 42.
დღეს „პისეარ“ ტესტირება ჩაუტარდა 280 პირს. აქედან ახალი შემთხვევების კონტაქტებია 67.
ევექსის ფოთის ჰოსპიტალშია 40 პაციენტია მოთავსებული“ – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მენეჯერმა, ნინო ლეფსაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად