ფოთში, COVID-19-ზე ორი პაციენტის და 23 მედიკოსის პასუხს ელოდებიან

ფოთში, ლუგარის ლაბორატორიიდან 25 ადამიანის პასუხს ელოდებიან. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აქედან ორი ცხელების კლინიკაში მოთავსებული პაციენტია, დანარჩენი კი მედიკოსები. პასუხი სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი.

„ლაბორატორიაში 25 ადამიანის ანალიზი გავაგზავნეთ. აქედან ორი ცხელების კლინიკის პაციენტია, ერთი ჰოსპიტალის თანამშრომელი, დანარჩენები კი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის. პასუხები სავარაუდოდ ხვალ იქნება. კარანტინი ერთ ადამიანს მოეხსნა და დარჩა ორი, რომლებსაც ხვალ ეწურებათ ამ რეჟიმის ვადა. თვითიზოლაციაში ისევ 56 მძღოლი რჩება“ — განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად