ფოთში, COVID-19-ის ვაქცინის პირველი პარტია -400 დოზა მიიღეს

ფოთში, ასტრაზენეკა-ოქსფორდის ვაქცინა, პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალს გაუკეთდება. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, მაგრამ სასურველია, იმ პირებმა , რომლებიც რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან, აუცილებლად გაიკეთონ. რაც შეეხება იმათ, რომლებმაც კოვიდი უკვე გადაიტანეს, ისინი ინფიცირებიდან 3-4 თვის შემდეგ აიცრებიან.

„ჩამოვიდა „ასტრაზენეკა“400 დოზა. პირველად გაუკეთდება სამედიცინო პერსონალს, რომელთაც უშუალოდ შეხება აქვთ კოვიდ-პაციენტებთან. ესენია კოვიდ-სატაციონარი, დაწესებულებები, სადაც კოვიდზე საეჭვო პაციენტების ტესტირება ხდება. ასევე, ვაქცინა გაუკეთდება, სტაციონარების მისაღებში, რეანიმაციაში მომუშავე პერსონალს და საზოგადოებრივი ჯანდავის თანამშრომლებს. როდის მოხდება მეორე პარტიის გამოგზავნა ეს ჯერ არ ვიცით. ამას დაავადებათა კონტროლი განსაზღვრავს. ვაქცინის გაკეთება რა თქმა უნდა ნებაყოფლობითია , მაგრამ სასურველია რისკის ჯგუფის კონტიგენტის პაციენტებმა გაიკეთონ. ვაქცინის გაკეთების შემდეგ ვარაუდობენ, რომ წლამდე მაინც იქნება დაცულობა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შესწავლილი. რაც შეეხება იმ პირებს, რომლებმაც გადაიტანეს კოვიდი, იმათ 3-4 თვის შემდეგ უკეთდებათ, იმიტომ რომ მათ იცავთ ბუნებრივი იმუნიტეტი, რაც ვირუსის გადატანის შემდეგ გამოუმუშავდათ.
მინდა ავღნიშნო, რომ კოვიდ ვაქცინა არის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავდაცვა კოვიდისაგან. რამდენად ეფექტურია, წინასწარ ამაზე ვერანაირ განცხადებას ვერ გავაკეთებთ. თუმცა, ვიცით ყველამ, რომ გამოცდილია, აპრობირებულია.რამდენიმე ქვეყანა მუშაობს ამ კოვიდ ვაქცინებზე, ყველა მათგანი არის შესწავლილი და ამდენად, საფრთხეც ნაკლები იქნება თავისთავად ცხადია. ზოგადად ნებისმიერ ვაქციანას აქვს თავისი გვერდითი ჩვენებები. ყველა რეკომენდაციები გადაგზავნილია სამედიცინო დაწესებულებებზე და მაშინ როდესაც სრულად ჩამოვა საჭირო რაოდენობის ვაქცინა, 9 სამედიცინო დაწესებულება გააკეთებს ვაქცინაციას. მედპერსონალი გადამზადებულია ვაქცინის გაკეთების ტექნიკაზე, ასევე მისი შენახვის პირობებზე, ყველა უზრუნველყოფილია სამაცივრო დანადგარებით და იწარმოებს მონიტორინგი, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის მხრიდან, ასევე დაავადებათა კონტროლის მხრიდან“, –  განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...