ფოთში, COVID -19-ის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსზე გამოკვლევა 163 ადამიანს ჩაუტარდა. დადებითი პასუხი 9-ს დაუდგინდა. ამ ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ადასტურებს.

 

„ამ პერიოდისათვის გამოჯანმრთელებულია 4 009 პაციენტი, გარდაცვლილი -34, აქტიური პაციენტია 158, მათ შორის სტაციონარშია 48, კარანტინში 2, ბინაზე 108. თვითიზოლაციაზეა 105 კონტაქტირებული პირი. ტესტირება ჩაუტარდა 163 პიროვნებას . აქედან 40 გეგმიურია.
ევექსის ფოთის ჰოსპიტალშია 32 პაციენტი“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომავგენელმა ნინო ლეფსაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...