ფოთში, COVID-19-ის 62 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ფოთში, COVID-19-ის 62 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, დასნებოვნების დინამიკა ამ დროისთვის არის მზარდი და არა კლებადი.

თვითიზოლაციაში 270 ადამიანი იმყოფება. მიმდინარეობს კონტაქტების მოკვლევა.

„განვლილ პერიოდში დარეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 697 პირი, მათ შორის გამოჯანმრთელდა 278 პირი, გარდაიცვალა სამი პირი, მათ თანმხლები დაავადებები აწუხებდათ. სტაციონარულ მკურნალობას გადის 24 პაციენტი. თვითიზოლაციაში იმყოფება 270 პირი. დღეისათვის PCR მეთოდით ტესტირება ჩაუტარდა 116 პირს. ამ დოისათვის მდგომარეობა არის სტაბილური და მართვადი“- განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მენეჯერმა, ნინო ლეფსაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად