ფოთში, COVID -19-ის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, კორონავირუსზე გამოკვლეული 481 ადამიანიდან, ინფიცირება ხუთს დაუდასტურდა. აქედან გეგმიური, ანუ „პისეარ“ ტესტირება 339 ადამიანს ჩაუტარდა. დანარჩენები კი, სწრაფი ტესტით შემოწმდნენ.

„სულ ამ პერიოდისათვის გამოჯანმრთელებულია 4 238 პაციენტი, გარდაცვლილი -37. აქტიური პაციენტია 62 , მათ შორის სტაციონარშია 26, კარანტინში 4, ბინაზე ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა 32.
თვითიზოლაციაზეა 49 კონტაქტირებული პირი, მათ შორის ახალი შემთხვევის კონტაქტია 5.
ტესტირება ჩაუტარდა 481 პირს. აქედან გეგმიურია 339.
ევექსის ფოთის ჰოსპიტალშია 25 პაციენტი“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელმა ნინო ლეფსაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...