ფოთში, COVID -19-ის 43 ახალი და გარდაიცვალების 1 შემთხვევა დაფიქსირდა

ფოთში, COVID -19-ის 43 ახალი და გარდაიცვალების 1 შემთხვევა დაფიქსირდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გარდაცვლილი 84 წლის მამაკაცი, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. დაავადება მიმდინარეობდა მსუბუქად.

მას კოვიდი 5 დეკემბერს დაუდასტურდა და 21 დეკემბერს უეცრად გარდაიცვალა.

„სულ ამ პერიოდისათვის ქ. ფოთში აღრიცხულია 3 158 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 2 596 პაციენტი, გარდაცვლილი -14, აქტიური პაციენტი, 548, მათ შორის სტაციონარშია 58 , კარანტინში 14, ბინაზე 476. თვითიზოლაციაზეა 342 . ტესტირება ჩაუტარდა 152 პიროვნებას,ახალი შემთხვევის 12 კონტაქტს. „ევექსის“ ფოთის ჰოსპიტალშია 40 პაციენტი“ – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელმა, ნინო ლეფსაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად