ფოთში, COVID -19-ის 38 ახალი და 1 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გარდაცვლილი 86 წლის ქალია. ის ბათუმის კლინიკაში მკურნალობდა.

„სულ ამ პერიოდისთვის  აღრიცხულია   5 298 პაციენტი,  მათ შორის   გამოჯანმრთელებულია  4 898, გარდაცვლილი  – 47. აქტიური პაციენტია 353, აქედან სტაციონარშია  66,  კოვიდ სასტუმროში 5,  ბინაზე ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშა 282.
თვითიზოლაციაზეა 312  კონტაქტირებული პირი, მათ შორის ახალი შემთხვევის  13   კონტაქტი.
ტესტირება ჩაუტარდა  403   პირს აქედან გეგმიურია 65. ევექსის ფოთის ჰოსპიტალშია  41 პაციენტი“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელმა ნინო ლეფსაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...