ფოთში, COVID -19-ის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ტესტირება 410 პირს ჩაუტარდა და 34 ინფიცირებულიდან, ორი „კორიდას” თანამშრომელია.

„სულ ამ პერიოდისათვის გამოჯანმრთელებულია  4 435  პაციენტი, გარდაცვლილი  -41.   აქტიური პაციენტია  289,  მათ შორის  სტაციონარშია  63,  კარანტინში 10,  ბინაზე ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა 216. თვითიზოლაციაზეა 270 კონტაქტირებული პირი, ახალი შემთხვევის  30   კონტაქტი.

ტესტირება ჩაუტარდა  410   პიროვნებას , მათ შორის     გეგმიურია 150. ევექსის ფოთის ჰოსპიტალშია  40 პაციენტი“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელმა ნინო ლეფსაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...