ფოთში COVID -19-ის 33 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 ადამიანი გარდაიცვალა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გარდაცვლილ 56 წლის მამაკაცს კორონა 24 აპრილს დაუდასტურდა. ის სტაციონარულ მკურნალობას “ევქსის” ფოთის კლინიკაში გადიოდა, საიდანაც რეფერირებულ იქნა ქუთაისის „ჰოსპიტალ სერვისში“.

მათივე განცხადებით სულ ამ პერიოდისთვის აღრიცხულია 5 535 პაციენტი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 5 122, გარდაცვლილი -50. აქტიური პაციენტია 363, აქედან სტაციონარშია 69, კოვიდ სასტუმროში 5, ბინაზე ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა 289.

თვითიზოლაციაზეა 222 კონტაქტირებული პირი, მათ შორის ახალი შემთხვევის 31 კონტაქტი .
ტესტირება ჩაუტარდა 400 პირს. აქედან 150 გეგმიურია.
ევექსის ფოთის ჰოსპიტალშია 40 პაციენტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...