ფოთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსზე გამოკვლევა 379 ადამიანს ჩაუტარდა, დადებითი პასუხი 32-ს გამოუვლინდა. ამ ინფორმაციას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრი ადასტურებს.
„სულ ამ პერიოდისათვის რეგისტრირებულია 3 663 კოვიდ-პაციენტი, აქედან გარდაცვლილია -23, გამოჯანმრთელებულია 3 316 პაციენტი. აქტიური პაციენტია 354, მათ შორის სტაციონარშია 55, კარანტინში 10, ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა 289. თვითიზოლაციაზეა 267, აქედან ახალი შე მთხვევის კონტაქტია 25. ტესტირება ჩაუტარდა 379 პირს, მათ შორის 208 გეგმიურია, 39 თვითიზოლაციში მყოფი, 132 — სიმპტომური პაციენტი. „ევექსის“ ფოთის ჰოსპიტალშია 40 პაციენტი“, -განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელმა, ნინო ლეფსაიამ.