ფოთში, COVID -19-ის 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ფოთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსზე გამოკვლევა 306 ადამიანს ჩაუტარდა. 32 ინფიცირებულიდან 2 „კორიდას” თანამშრომლის ოჯახის კონტაქტია.

 

 „სულ ამ პერიოდისთვის  აღრიცხულია   4 884  პაციენტი, მათ შორის  გამოჯანმრთელებულია  4 537, გარდაცვლილი  -41. აქტიური პაციენტია 306, აქედან სტაციონარშია  53, კოვიდ სასტუმროში 8,  ბინაზე ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა 245. თვითიზოლაციაზეა 251 კონტაქტირებული პირი, მათ შორის ახალი შემთხვევის  22 კონტაქტი.

ტესტირება ჩაუტარდა  306   პირს. აქედან გეგმიურია 50.ევექსის ფოთის ჰოსპიტალშია  40 პაციენტი“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელმა, ნინო ლეფსაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...