ფოთში, COVID -19-ის 31 ახალი ინფიცირების და ორი გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, კოვიდით გარდაცვალებულებიდან ერთი 40 წლის მამაკაცია, მეორე კი 71 წლის ქალი. ისინი მკურნალობას შესაბამისი პროფილის კლინიკებში გადიოდნენ.

 

მათივე ინფორმაციით, ამ პერიოდისთვის სულ აღრიცხულია 5 072 პაციენტი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 4 688, გარდაცვლილი -44. აქტიური პაციენტია 340, აქედან სტაციონარშია 65, კოვიდ სასტუმროში 5 , ბინაზე ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა 270. თვითიზოლაციაზეა 329 კონტაქტირებული პირი, მათ შორის ახალი შემთხვევის 76 კონტაქტი.

ტესტირება ჩაუტარდა 379 პირს. მათ შორის გეგმიურია 75.
ევექსის ფოთის ჰოსპიტალშია 40 პაციენტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...