ფოთში, COVID -19-ის 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ფოთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსზე გამოკვლევა 523 ადამიანს ჩაუტარდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებულებიდან 1 „კორიდას” თანამშრომელი და 2 მათი კონტაქტია. ასევე, ერთი „აჭარა ტექსტილის“ კლასტერია.

„სულ ამ პერიოდისთვის გამოჯანმრთელებულია  4 467  პაციენტი, გარდაცვლილი  – 41,   აქტიური პაციენტია  284,  მათ შორის  სტაციონარშია  66,  კარანტინში 8,  ბინაზე ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა 210. 

თვითიზოლაციაზეა 323 კონტაქტირებული პირი, აქედან ახალი შემთხვევის  58   კონტაქტი.ტესტირება ჩაუტარდა  523   პირს, მათ შორის     გეგმიურია  240.
ევექსის ფოთის ჰოსპიტალშია  40 პაციენტი“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელმა ნინო ლეფსაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...