ფოთში, COVID -19-ის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ფოთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსზე გამოკვლევა 165-მა ადამიანმა ჩაიტარა. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აცხადებს, 25 ინფიცირებულიდან, ორი „კორიდას“ კლასტერია.

 

„ სულ ამ პერიოდისთვის  აღრიცხულია   5 003 პაციენტი,  მათ შორის   გამოჯანმრთელებულია  4 623, გარდაცვლილი – 42.   აქტიური პაციენტია 338, აქედან   სტაციონარშია  60,  კოვიდ სასტუმროში 5 ,  ბინაზე ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა 273.  თვითიზოლაციაზეა 266 კონტაქტირებული პირი, მათ შორის ახალი შემთხვევის  35   კონტაქტი.
ტესტირება ჩაუტარდა  165   პირს, აქედან 70 გეგმიურია.
ევექსის ფოთის ჰოსპიტალშია  40 პაციენტი“ – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელმა, ნინო ლეფსაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...