საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, კორონავირუსზე გამოკვლევა 221 პირს ჩაუტარდა, დადებითი პასუხი მხოლოდ ორს დაუფიქსირდა.
მათივე იმფორმაციით ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 4 210 პაციენტი, გარდაიცვალა -37. აქტიური პაციენტია – 48, მათ შორის სტაციონარშია 26, კარანტინში 3, ბინაზე ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ 19. თვითიზოლაციაზე 133 კონტაქტირებული პირი იმყოფება, მათ შორის ახალი შემთხვევის კონტაქტია 10. ევექსის ფოთის ჰოსპიტალშია 27 პაციენტი.