საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, კორონავირუსზე ტესტირება 115 ადამიანს ჩაუტარდა, დადებითი პასუხი 16-ს გამოუვლინდა.
„სულ ამ პერიოდისათვის გამოჯანმრთელებულია 3 578 პაციენტი, გარდაცვლილი -27, აქტიური პაციენტია 261, მათ შორის სტაციონარშია 41, კარანტინში 2, ბინაზე 218. თვითიზოლაციაზეა 227, აქედან ახალი შემთხვევის კონტაქტია 4. ტესტირება ჩაუტარდა 115 პიროვნებას – 33 გეგმიურია, დანარჩენი 82 სიმპტომური პაციენტია. ევექსის ფოთის ჰოსპიტალშია 37 პაციენტი”, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელმა, ნინო ლეფსაიამ.