ფოთში, ბოლო მონაცემებით, ბინაზე ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ 253 პაციენტი იმყოფება. თვითიზოლაციის რეჟიმშია 254, ხოლო კარანტინში 4.
„სულ ამ პერიოდისათვის რეგისტრირებულია 3 841 პაციენტი, აქედან გარდაცვლილია -26, გამოჯანმრთელებულია 3 510 პაციენტი, აქტიური პაციენტია 305, მათ შორის სტაციონარშია 48, კარანტინში 4, ბინაზე 253. თვითიზოლაციაზეა 254, აქედან ახალი შემთხვევის კონტაქტი 32. ტესტირება ჩაუტარდა 130 პირს – 47 გეგმიურია, დანარჩენი 83 სიმპტომური პაციენტია. „ევექსის“ ფოთის ჰოსპიტალშია 35 პაციენტი“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელმა, ნინო ლეფსაიამ.