ფოთში ბოქსირებულ პალატებში 2 პაციენტი მოათავსეს

ფოთის ჰოსპიტალის ბოქსირებულ პალატებში, მწვავე რესპირატორული სიმპტომებით ორი პაციენტი მოათავსეს. ისინი ცხელების ცენტრში გვიან ღამით შემოიყვანეს.

ჰოსპიტალის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, არცერთს არა აქვს მოგზაურობის ისტორია და სპეციალისტების დაკვირვების შემდეგ გადაწყდება მათი ტესტირების საკითხი.
„ამჟამად ჩვენი კლინიკის ბოქსირებულ პალატებში მოტავსებულია 2 პაციენტი , რომლებიც გუშინ გვიან შემოიყვანეს. ორივეს აღენიშნება მწვავე რესპპირატორული სიმპტომები, ცხელება, ყელის ტკივილი . ერთ პაციენტს აღენიშნება ორმხრივი პნევმონია და უფრო საყურადღებოა.
გამოძახებულია დაავადებათა კონტროლის ეპიდემიოლოგიური სამსახური და გადაწყდება პაციენტების ტესტირების საკითხი.
არცერთს არა აქვს მოგზაურობის ისტორია. ერთი პაციენტი სენაკიდან არის შემოყვანილი, მეორე კი ადგილობრივია. ერთ პაციენტს აღებნიშნება ქრონიკული დაავადება და როგორც მოგახსენეთ და უფრო საყურადღებოა. ისე ორივე მათგანის მდგომარეობა სტაბილურია“ განაცხადა ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად